ყაზახეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ჟენისმა“ „ჟეტისუ“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, ქართველმა მცველმა ზურაბ თევზაძემ გაიტანა.
თევზაძე 55-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი. მის გარდა, ამ მატჩში გიორგი ფანცულაიამაც ითამაშა.
„ჟენისი“ 20 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 ოქტომბერს, „ორდაბასის“ სტუმრად შეხვდება.