რუმინელმა ჟურნალისტმა სორინ ჩირიაჩმა „უოტფორდის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბუქარესტის „რაპიდს“ დაუკავშირა.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „რაპიდის“ მთავარი მწვრთნელის სამიზნე იანვრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ მისი გადაბრება ძალიან რთული იქნება.
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი: გიორგი ჩაკვეტაძე. ეს, ის ფეხბურთელია, რომელზეც „რაპიდში“ ოცნებობენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოყვანა ძალიან რთულია! ქართველი კლასიკური 10 ნომერია, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ამჟამად კი ინგლისის მეორე ლიგაში, უოტფორდში თამაშობს და საქართველოს ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის წევრია. აი, რატომ ვთქვი, ძნელი იქნება მისი შეძენა-მეთქი, მაგრამ ოცნებები ოცნებებია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელი დაჟინებით ითხოვს თამაშის ფლეიმეიქერს, ფიქრობს, რომ შედეგის მისაღებად მთავარია ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის დალაგება და გადამწყვეტი პასების მიცემა, მაგრამ მას ასევე სურს: 6 ნომერი, მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი“, - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.