ფეხბურთი

15:34 | 19.10.2024 | ნანახია 224 - ჯერ

ჯეკო: "ყველას შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძირითადში მე ვიყავი და არა ლუკაკუ"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელმა ედინ ჯეკომ ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის ფინალი გაიხსენა, როცა ძირითად შემადგენლობაში იყო („ინტერის“ მაისურით), ხოლო რომელუ ლუკაკუ სათადარიგო სკამზე.

„ყველას შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ მე ამას ვიტყვი: თქვენი აზრით, მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმაზე ნაკლებად ძლიერ ფეხბურთელს დააყენებს, ვინც სათადარიგო სკამზეა? მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რისი მიცემა შემეძლო ინტერისთვის. რა თქმა უნდა, ლუკაკუ გულდაწყვეტილი იყო, ძირითადში რომ ვერ მოხვდა, ეს ბუნებრივია. თუმცა, შეცვლაზე შევიდა. 30 წუთი ჰქონდა განსხვავება შეექმნა, თანაც ის მოედანზე 0:0-ზე შეიყვანეს, მაგრამ როგორც დასრულდა მატჩი, ყველამ ვიცით”, - თქვა ჯეკომ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:24 | 21.12.2021
ბაგი-რეი (2266)

კი ბატონო მაგრამ ფეხბურთელებს ამ შემოსავლიდან რა უნდა შეხვდეთ?

16:27 | 21.12.2021
ბაგი-რეი (2266)

მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს რომ ატარებს ეროვნული ნაკრებების თამაშები ფეხბურთელების მხრიდან, ფეხბურთელებს შრომის საზღაურს ვინ და რა ფორმით გადაუხდის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06501
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
224