„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი სეზონის მძიმე სტარტით შეშფოთებული არაა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში სეზონი წარმატებული იქნება.
„ზოგჯერ სირთულეებთან შეხვედრა გვიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, როგორც ეს ბოლო ორ სეზონში გავაკეთეთ“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-14 ადგილზეა, 19 ოქტომბერს კი, „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდება.