ფეხბურთი

22:40 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილის 3-ქულიანი დებიუტი: "დინამო ბათუმმა" "გაგრას" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. 29-ე ტურის საწყის მატჩში „დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ 3:2 დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტიც წარმატებული გამოდგა. ბათუმელებმა ტაიმი მარიო ბალბურდიას გოლით მოიგეს, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი უბილავას გაძევება მოჰყვა და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

მეორე ტაიმში რევაზ ინჯგიას გოლით მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. შემდეგ „გაგრამ“ ბექა გაბისკირიამ გაქვითა ერთი გოლი, მაგრამ ორ წუთში არტიომ მილჩენკომ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. მატჩის მიწურულს გიორგი ლომთაძემ მეორედ გაუტანა მასპინძლებს, მაგრამ მერე აღარაფერი შეცვლილა.

„დინამო ბათუმი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 26 ქულით მერვე ადგილზეა და წინ „კოლხეთთან“ თამაში აქვს.

„დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბალბურდია (11), 2:0 ინჯგია (62), 2:1 გაბისკირია (69), 3:1 მილჩენკო (71), 3:2 ლომთაძე (88)

0.151115