ფეხბურთი

21:00 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "მილანის" მომავლისთვის გოგლიჩიძე შეიძლება საინტერესო ვარიანტი იყოს"

იტალიურმა მედიამ „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე „მილანს“ დაუკავშირა.

როგორც Calciomercato იტყობინება. „როსონერის“ დაცვაში ახლო მომავალში ცვლილებებია მოსალოდნელი და ლომბარდიული გრანდი რამდენიმე მცველს განიხილავს.

წყაროს თანახმად, „ემპოლის“ აღმოჩენა მცველი, საბა გოგლიჩიძე შეიძლება „მილანის“ უახლოესი მომავლისთვის საინტერესო ვარიანტი იყო. რა თქმა უნდა, ჯერ კონკრეტული არაფერია, ეს უბრალოდ გამოცემის მოსაზრებაა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

0.111049