ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ენდი ქეროლმა ზაფხულში „ბორდოში“ გადასვლა გადაწყვიტა, რომელიც საფრანგეთის National 2 დივიზიონში თამაშობს.
როგორც მან თქვა, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, რომ ფრანგულ კლუბში ფულის გამო არ გადასულა.
„ბორდოში“ თვეში 3 500 ევროს ვიღებ? არა, გაცილებით ნაკლებს. ჩემი ხელფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ქირას ვიხდი სახლში, რომელშიც ვცხოვრობ. „ბორდოში“ ფულის გამო არ მოვსულვარ, რეალურად შემოთავაზება საუდის არაბეთიდანაც მქონდა, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მინდა, 40 წლამდე ვითამაშო, ნებისმიერ დონეზე, ჩემი მიზანია ლებრონ ჯეიმსი გავხდე და ერთ გუნდში ჩემს შვილთან ერთად ვითამაშო, რომელიც 14 წლისაა, ეს იქნება „ბორდოში“ თუ სხვაგან“, - თქვა ინგლისელმა ფორვარდმა.
35 წლის ენდი ქეროლს „ნიუკასლში“, „ლივერპულში“, „ვესტ ჰემში“, „რედინგში“, „ვესტ ბრომვიჩში“ უთამაშია, გასული სეზონი ფრანგულ „ამიენში“ გაატარა, წელს კი, „ბორდოს“ შეუერთდა, რომლის რიგებში ორ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
მოგეხსენებათ, „ბორდო“, სადაც 2022-2024 წლებში ზურიკო დავითაშვილი თამაშობდა, ფინანსური პრობლემების გამო მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს და ნახევრად სამოყვარულო ლიგაში გამოდის.