ფეხბურთი

19:05 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვილის სახელის ტატუ: "შახტარის" ფეხბურთელმა შემდეგ გაიგო, რომ მამამისი არ არის
"შახტარის" ფეხბურთელმა შვილის სახელი ამოიტვიფრა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბიოლოგიური მამა არ არის

დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელ ტობიას ვინისიუსს საცოლემ უღალატა, რამაც მათი დაშორება გამოიწვია.

ეს ამბავი სხვა რამითაა აღსანიშნავი: ტობიასი ინგრიდ ლიმასგან შვილს ელოდებოდა, რომლის სახელი მან დაბადებამდე სხეულზე ამოიტვიფრა - მაიტე.

თუმცა, შვილის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ მაიტე ინგრიდ ლიმას ტობიასიგან არ ჰყავს, არამედ, მისი ბიოლოგიური მამა სხვა მამაკაცია, რომლის ვინაობა უცნობია, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა ფარულად კურიერს ხვდებოდა. სიმართლე დნმ-ის ტესტის მეშვეობით გაირკვა, რის შემდგომაც წყვილი დაშორდა.

ინსტაგრამის ლაივში ინგრიდ ლიმამ ამ თემაზე ღიად ისაუბრა, თქვა, რომ შეყვარებულების პერიოდში ის და ტობიასი ერთმანეთს ცოტა ხნით დაშორდნენ, რის შემდგომაც მას ურთიერთობა სხვა მამაკაცთან ჰქონდა და დაფეხმძიმდა კიდეც. ამის შემდეგ „შახტარის“ ფეხბურთელი შეყვარებულს შეურიგდა და ეგონა, რომ შვილს მისგან ელოდებოდა, მან ბავშვის სახელი სხეულზე ტატუს სახით დაიტანა, მაგრამ ახლა გაირკვა, ის სინამდვილეში მისი შვილი არ არის...

ტობიას ვინისიუსი "შახტარს" მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. ის "რეალის" აღზრდილია და გასულ სეზონში მთავარ გუნდში ერთი მატჩი ჩაატარა.

0.11373