ფეხბურთი

17:02 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარა პირველად რომ ვნახე, ვთქვი: "ეს ვინ არის?"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა გაეტანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელთანაც კონკურენციის გამო იჯარით „კალიარიში“ გადასვლა მოუწია.

იტალიურ მედიასთან ინტერვიუში 24 წლის ფეხბურთელმა სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა:

„როდესაც დიმაროში ვარჯიშზე პირველად ვნახე, ვთქვი: „მაგრამ, ეს ვინ არის? ძალიან ძლიერია, ფენომენია. მე ბედნიერი ვარ, რომ „კალიარი“ ავირჩიე, აქ ფანების სიყვარულს ვგრძნობ“, - თქვა გაეტანომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა გაეტანო „ნაპოლის“ აღზრდილია, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან „კალიარის“ ღირსებას იცავს.

0.115714