ფეხბურთი

16:30 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" იამალი 250 მილიონ ევროდ არ გაყიდა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ზაფხულში ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ მან ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

„6 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ 250 მილიონ ევროდ იამალის ყიდვის შემოთავაზებით, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - აღნიშნა ლაპორტამ.

ესპანური მედია იტყობინება, რომ ასეთი შეთავაზება „ბარსამ“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ მიიღო.

მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა 11 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

0.109822