კალათბურთი

12:08 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა 9 ქულა ჩააგდო, "სან ანტონიომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა

NBA-ს პრე-სეზონის მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა და 22-ქულიანი სხვაობით 107:129 დამარცხდა.

ამ დაპირისპირებაში "სპურსი" წინ მხოლოდ პირველ ტაიმში იყო, ისიც მხოლოდ სამჯერ და მაქსიმუმ 2 ქულით.

საქართველოს ნაკრების წევრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო სამეული „ჰიუსტონის“ კალათბურთელებით დაკომპლექტდა. ჯეილენ გრინმა 30 ქულა დააგროვა, ხოლო ამენ ტომპსონმა 18. რაც შეეეხება ალპერენ სენგუნის, თურქის ანგარიშზე 21 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი იყო.

„სან ანტონიომ“ წინა სასეზონოდ ჩატარებული 5 მატჩიდან მესამე წააგო, შემდეგ შეხვედრას კი უკვე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონში, 25 ოქტომბერს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115831