ფეხბურთი

11:40 | 18.10.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ლეონარდო ბონუჩიმ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო.

37 წლის ბონუჩი უკვე უეფას B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია, რომლის წყალობითაც იტალიის სერია B-ს კლუბებში მუშაობა შეუძლია, ასევე, სერია A-ს კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში.

ლეონარდო უახლოეს მომავალში A კატეგორიის ლიცენზიის აღებასაც გეგმავს. მან კარიერის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ მწვრთნელობა და მომავალში ტურინის „იუვენტუსში“ მუშაობა სურს.

ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06996