არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ უპასუხა შეკითხვას, ითამაშებს თუ არა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.
მესიმ არაფერი გამორიცხა, თქვა, რომ ყველაფერს დრო გამოაჩენს.
„არ მეჩქარება, ვცდილობ დღითიდღე ვისიამოვნო. დრო მოვა და ეს გაირკვევა, არ მიყვარს აჩქარება. იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე თამაშს გავაგრძელებ, თავს კარგად ვიგრძნობ და ბედნიერი ვიქნები, ვნახოთ, ვითამაშებთ თუ არა მუნდიალზე“, - თქვა მესიმ.