ფეხბურთი

1:14 | 18.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: გოგლიჩიძეს კვარაცხელიას გაკონტროლება დაევალება

იტალიურმა გაზეთმა Corriere Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

მასში საუბარი „ემპოლისთან“ მატჩზე იწყება, რომელშიც კვარას დიდი ალბათობით, საბა გოგლიჩიძის წინააღმდეგ თამაში მოუწევს:

„ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს განახლებამდე სოციალური ქსელით ქართველ გულშემატკივარს მიმართა - მადლობ გულშემატკივარს, ნოემბერში შევხვდებით. მანამდე მას „ნაპოლიში“ 5 მატჩი ელოდება, პირველი „ემპოლისთან“, რომლის წინააღმდეგ არასდროს გაუტანია. კვირას მის შეცდომას 20 წლის საბა გოგლიჩიძე შეეცდება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც „გოგლიჩა“, რომელიც ორშაბათამდე მისი თანაგუნდელი იყო ეროვნულ ნაკრებში და ის რობერტო დ’ავერსას გუნდში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. სოწრედ მას უნდა მოუწიოს კვარაცხელიას მეურვეობა. ქართველების კიდევ ერთი დაპირისპირება იტალიაში. „ემპოლის“ კიდევ ერთი ქართველი საბა საზონოვი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, კვარა მას გასულ სეზონში ორჯერ დაუპირისპირდა, როცა ის „ტორინოში“ თამაშობდა. სკუდეტოს სეზონში კვარა ლუკა ლოჩოშვილს დაუპირისპირდა, „კრემონეზეს“ მცველს. გასულ სეზონში გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთანაც“ ითამაშა, მაგრამ ისინი მოედანზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. ჩემპიონატის პირველ მატჩში კვერნაძემ ითამაშა, მაგრამ კვარას ტრავმის გამო არ უთამაშია, საპასუხო შეხვედრაში კი, კვერნაძე სათადარიგო სკამზე იყო. იტალიის თასზე ხვიჩა მოედანზე მაშინ შევიდა, როცა გიორგი შეცვლილი იყო. საქართველოში დიდი მოლოდინი და ინტერესია „კასტელანიზე“ გასამართი შეხვედრისადმი. ისინი ოჯახის სამკაულები არიან, ეროვნული სიამაყე.

კონტე კვარაცხელიასგან ბევრს ელის, მისი ტექნიკური პროექტის ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევს, ზაფხულში შეინარჩუნა და ახლა მისი თამაშით ტკბება. ჩემპიონატში 3 გოლი აქვს გატანილი, „ბოლონიას“, „კალიარის“ და „მონცას“ წინააღმდეგ. ბევრი არაა, მაგრამ არც ცოტაა. იტალიაში მის პირველ სეზონში 12 გოლი გაიტანა, მეორეში - 11. კონტეს სურს, რომ ყველაზე მეტი გოლი სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიტანოს. 23 წლის ასაკში ქართველი საფეხბურთო „აფეთქების“ ასაკშია. კონტემ იცის, რომ მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა. ის იცავს მას. „კომოსთან“, როცა ვერ ბრწყინავდა, 70-ე წუთზე შეცვალა. სეზონი გრძელია, მისი საუკეთესო ვერსია საჭიროა. სკუდეტოს სეზონში, ჩემპიონატის MVP გახდა, სეზონის ულამაზესი გოლი გაიტანა, მაშინ სიურპრიზი იყო, ახლა კი, მისგან ყველა მეტს ითხოვს, ტიფოზებიც. კვარა ცდილობს ისინი დააკმაყოფილოს.

კონტემ ზაფხულში იმუშავა, რათა კვარაცხელია უფრო ახლოს იყო კართან, ცენტრშიც გადაწია. თავიდან ის ამ პოზიციაზე კარგი იყო, მაგრამ მაკტომინეის მოსვლით „ნაპოლის“ თამაში შეტევის ფაზაში 4-2-4 გახდა, 77-ე ნომერიც მოძრაობას უფრო ფლანგიდან იწყებს, მაგრამ შუაში შეწევაც შეუძლია. კვარა კვარაა ბურთით, როცა სიამოვნებას იღებს, ეს კონტემ იცის. ციფრები არ იტყუებიან - კვარა ევროპაში მეოთხე მოთამაშეა დრიბლინგებით ნუნუ ტავარეში, მოჰამედ კუდუს და ილმან ნდიაეს შემდეგ, მის ზურგს უკან ისეთი პრესტიჟული ფეხბურთელები არიან, როგორებიც იამალი და მბაპეა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118555