ფიბა ევროთასის მეოთხე ტურში გიგა ჯანელიძის „ვენეცია“ „ვალენსიასთან“ 83:105 დამარცხდა.
იტალიელებმა მეორე და მესამე პერიოდი დიდი სხვაობით წააგეს და საბოლოოდ, მარცხიც ამან განაპირობა.
ჯანელიძემ 21 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა უშეცდომოდ ისროლა - ერთიდან ერთი ორქულიანი და ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
„ვენეცია“ ერთი მოგებით და სამი წაგებით 10-გუნდიან ჯგუფში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 ოქტომბერს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.