ესპანურმა გაზეთმა Marca-მ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა.
არგენტინელს სპეციალური ჯილდო გადასცეს. მეორე ადგილი ერგო კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო მესამე პოზიცია - პელეს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პროფესიულ დონეზე უკვე 20 წელია თამაშობს. მას „ბარსელონაში“ დებიუტი ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის ოქტომბერში ჰქონდა.