ფეხბურთი

22:00 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "დრო იწურება, ამიტომ ახლანდელი მომენტით ვტკბები"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ფეხბურთში ბევრი დრო არ დარჩა და ამ მომენტისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს.

„ჩემს კარიერაში ყველაფერი კარგი არ ყოფილა, იმედგაცრუებაც იყო. ნაკრებში ამდენი ტანჯვის შემდეგ ახლა მომენტით ვტკბები. „მონუმენტალზე“ ვითამაშეთ, რომელიც სავსე იყო და ხალხი ჩემს და ჩემი თანაგუნდელების სახელებს სკანდირებდა. უნდა გამოვიყენო ეს მომენტი, რადგან დრო იწურება.

მე არ ის, ვინც ტიტულებს დიდ ყურადღებას აქცევს, განსაკუთრებით ინდივიდუალურს, მაგრამ ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება ავიხდინე - მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე.

2026 წლის მუნდიალზე თამაში? დღითიდღე ვცდილობ სიამოვნების მიღებას, არ ინდა დროს გავუსწრო, ვნახოთ რა მხოდება, იმედია, კარგ ფორმაში ვიქნები“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ბოლო სანაკრებო მატჩში ბოლივიის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

0.153407