ფეხბურთი

18:14 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ლივერპულში" ძირითადისთვის ალისონის დარჩენის შემთხვევაშიც ვიბრძოლებ"

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იმ შემთხვევაშიც იბრძოლებს, თუ ალისონი კლუბს არ დატოვებს.

„ლივერპულის“ პროექტმა მომხიბლა, როცა კლუბის წარმომადგენლები შემხვდნენ და შემდეგ კონტრაქტი გავაფორმეთ. ძირითადი შემადგენლობისთვის ვიბრძოლებ მაშინაც კი, ალისონი გუნდს თუ არ დატოვებს“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, ხოლო ალისონს ინგლისურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.113533