ფეხბურთი

16:28 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივიცა ოლიჩი: "საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ"

ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე ისაუბრა.

როგორც ხორვატმა სპეციალისტმა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ძლიერია.

"ეს არის გუნდი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და შვედეთს აჯობა, რაც მათ ხარისხსა და სერიოზულობაზე მეტყველებს. უკვე აჩვენეს, რომ სახიფათო გუნდი ჰყავთ და აშკარაა, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად მომზადებული, რადგან მათ დაამტკიცეს, რომ ფეხბურთში აღმასვლას განიცდიან, რაც აშკარად ჩანს ეროვნული ნაკრების წარმატებებიდან და ეს დადებითი ენერგია ახალგაზრდულ ნაკრებსაც გადაეცემა. ეს ჩვენთვისაც მოტივაციაა და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“, - თქვა ოლიჩმა.

საქართველო ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ესტუმრება. წყვილში გამარჯვებული (ორი მატჩის ჯამში) გუნდი ფინალურ ეტაპზე გავა.

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველად დაძლია შესარჩევ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ მასპინძლობის გამო საგზური ავტომატურად ერგო და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო და ცოტა დააკლდა ნახევარფინალამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144853