ფეხბურთი

14:50 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: „ინგლისში „ახალ დროგბად" მიმიჩნევდნენ. მაგრამ კარისკენ ზურგით თამაში ჩემი სტილი არ არის“

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ განმარტა, თუ როგორ რეაგირებდა „ჩელსის“ ლეგენდარულ თავდამსხმელ დიდიე დროგბასთან შედარებაზე. ბელგიელმა თქვა, რომ კოდ-ივუარელისგან განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. დროგბა უფრო ზურგით თამაშობდა კარისკენ, ლუკაკუს კი ასეთი თამაში არ მოსწონს.

„ინგლისში მათ ჩემი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა სურდათ. ხედავდნენ ჩემნაირ მასიური ფიზიკური აღნაგობის მქონე ადამიანს და ამბობდნენ: „ეს არის ახალი დროგბა". თუმცა მე ასეთი არ ვარ. დიდიე უფრო ზურგით იდგა ხოლმე კარისკენ, ბურთის დაჭერა შეეძლო მიუხედავად იმისა, საიდან მოდიოდა პასი. ეს არ არის ჩემი სტილი!“ - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

0.114332