12:24 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრის“ ყოფილი მწვრთნელი: „რონალდუმ იცის, რომ ფეხბურთმა თითქმის ყველაფერი მისცა და ძალიან უყვარს ეს თამაში“

ლუიშ კაშტრუმ, რომელიც „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 2024 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს, პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„კრიშტიანუს აქვს და ექნება გადაწყვეტილება, გახდეს საუკეთესო. თქვენ მას ყოველდღე ხედავთ ვარჯიშზე. აქვს თამაშის, რეკორდების მოხსნის, ულამაზესი გოლების გატანის მუდმივი სურვილი. მიზანდასახულია ყველაფერში, რასაც აკეთებს. მან იცის, რომ ფეხბურთმა თითქმის ყველაფერი მისცა და ძალიან უყვარს ეს თამაში“, - ციტირებს კაშტრუს სიტყვებს Record.pt.

კაშტრუს ხელმძღვანელობით „ალ-ნასრმა“ ყველა ტურნირზე 54 მატჩი ჩაატარა, 36-ჯერ მოიგო, ცხრაჯერ მატჩები ფრედ დაასრულა და ამდენივეჯერ წააგო.

0.110999