ინტერნეტპორტალმა WhoScored-მა წარმოადგინა ევროპის 10 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი მიმდინარე სეზონის პირველი თვეების შედეგების მიხედვით. რეიტინგში ფრანკფურტის „აინტრახტის“ 25 წლის ეგვიპტელი თავდამსხმელი ომარ მარმუში ლიდერობს, რომელმაც ყველა ტურნირზე ცხრა მატჩში 9 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.
10 საუკეთესო მოთამაშის სია WhoScored-ის მიხედვით ასე გამოიყურება:
ომარ მარმუში (აინტრახტი ფრანკფურტი) - 8.49.
ბუკაიო საკა (არსენალი) - 8.25.
ლამინ იამალი (ბარსელონა) - 8.19.
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) - 8.11.
კოულ პალმერი (ჩელსი) - 7,96.
რაფინია (ბარსელონა) - 7,93.
ჰარი კეინი (ბაიერნი) - 7.92.
უსმან დემბელე (პსჟ) - 7,92.
ფლორიან ვირცი (ბაიერი) - 7,91.
ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი) - 7,91.
ამ რეიტინგში ნაჩვენებია მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ის, გერმანიის ბუნდესლიგის, იტალიური სერია A - სა და ესპანური ლა ლიგის მოთამაშეების სია.