ფეხბურთი

10:26 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს გაუპატიურების საქმეზე ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელს კილიან მბაპეს შვედეთის კანონმდებლობით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ Cerfia იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროკურატურა ფრანგს გაუპატიურებაში ბრალს დაუმტკიცებს. ფორვარდის სახელი რეალურად ფიგურირებს საქმეში, როგორც ეჭვმიტანილისა.

შვედეთის პოლიციამ დაიწყო გამოძიება გაუპატიურების საქმეზე, რომელშიც მბაპე ბრალდებულია (მედიის ცნობით). თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს ოფიციალური დადასტურება.

მადრიდის „რეალი" მხარს უჭერს კლუბის ფრანგ თავდამსხმელს. კლუბი მბაპესთან შექმნილ სიტუაციას „სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ ფალსიფიკაციას" უწოდებს.

მბაპე მადრიდულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120459