ფეხბურთი

0:39 | 17.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენ იედერი: "ეს ალკოჰოლის გამო მოხდა, პრობლემების დასავიწყებლად ვსვამდი"

„მონაკოს“ ყოფილი ფეხბურთელი ვისამ ბენ იედერი 23 წლის გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული.

ის სასამართლოს წინაშე წარსდგა და აღნიშნა, ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალა. ბენ იედერის თქმით, ერთი პერიოდი მუდმივად სვამდა.

„რთული პერიოდი მქონდა, გადაბმულად რამდენიმე დღე ვსვამდი, სულ უფრო მეტს. პრობლემები ორი წლის წინ დაიწყო და ახლაც არსებობს. დალევა მეხმარებოდა ზეწოლის დავიწყებაში, რომელთანაც გამკლავება მიჭირდა. ვერაფერს გეტყვით მაშინ რა მოხდა, რადგან უბრალოდ არ მახსოვს, ყველას ბოდიშს ვუხდი“, - თქვა ბენ იედერმა.

შეგახსენებთ, რომ ბენ იედერმა გასულ სეზონში „მონაკოში“ ითამაშა, მაგრამ ზაფხულში გუნდი დატოვა და ამჟამად უკლუბოდაა.

0.11738