კალათბურთი

21:57 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისი" ფიბა ევროპის თასზე "ბილბაოსთან" დამარცხდა

ფიბა ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ მეორე მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პირველი მეოთხედი დაძაბული გამოდგა, რომელიც ბასკებმა მხოლოდ 4 ქულით მოიგეს, მაგრამ მეორე პერიოდში კლასში სხვაობა გამოიკვეთა და დიდ შესვენებაზე „ბილბაო“ 21-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ასეთი ჩამორჩენის შემდეგ „ქუთაისმა“ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ, 57:88 წააგო.

ქართული გუნდის რიგებში საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 37 წუთში 17 ქულა, 13 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბექა ბექაურის აქტივში 10 ქულა და 4 მოხსნაა, გიორგი სულაბერიძემ კი, 9 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

„ქუთაისი“ ორი ტურის შემდეგ მოგების გარეშე და ორი წაგებით ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 23 ოქტომბერს, „ბალკანს“ სტუმრად შეხვდება.

0.119558