ფეხბურთი

20:24 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" კვარაცხელია დაუბრუნდა, ლობოტკა - გამოაკლდა

„ნაპოლის“ სანაკრებო შეკრებიდან ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა. ასევე გუნდს დაუბრუნდნენ ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, ჯაკომო რასპადორი და სირილ ნგონგე.

ნეაპოლში დაბრუნდა სტანისლავ ლობოტკაც, მაგრამ ტრავმირებული. მან ფეხის დაზიანება სლოვაკეთის ნაკრებში მიიღო. ჯერ ზუსტი დრო უცნობია, რომელიც სლოვაკს გაუცდება, მაგრამ სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში იუქმებს.

ლობოტკამ მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ანტონიო კონტეს სლოვაკის მაღალი დონის შემცვლელიც ჰყავს - ბილი გილმორი.

0.118421