ფეხბურთი

18:02 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა "მანჩესტერიდან" ფერგიუსონის გაშვებას გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ სერ ალექს ფერგიუსონის გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც კლუბის გლობალური ელჩი აღარ იქნება.

ინგლისური კლუბის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ერიკ კანტონა, რომელმაც „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა:

„სერ ალექს ფერგიუსონს „მანჩესტერში“ სიკვდილამდე უნდა შეეძლოს აკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება. ეს პატივისცემის ნაკლებობაა, სრულიად სკანდალური გადაწყვეტილებაა. სერ ალექს ფერგიუსონი სამუდამოდ ჩემი ბოსი იქნება“, - დაწერა კანტონამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ალექს ფერგიუსონი 1986-2013 წლებში მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ გლობალური ელჩის პოსტს იკავებდა.

0.112683