ფეხბურთი

17:28 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე თავის ადგილს იპოვის, გუნდთან შეთამაშების პროცესშია"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, გიორგი გუნდთან შეთამაშების პროცესია და თავის ადგილს იპოვის.

„ლიონში“ დიდი მოლოდინით და დიდი წნეხით ჩამოვიდა, პირველ მატჩებში ვერ გაიტანა. ჰქონდა გატანის შანსი „რენთან“, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. მას აქვს xG-ის კარგი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ გოლი არ გაუტანია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იპოვის თავის ადგილს, ახლა გუნდთან შეთამაშების პროცესშია“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ 8 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. ფრანგული გუნდი უახლოეს შეხვედრას 20 ოქტომბერს, სტუმრად „ლე ჰავრთან“ ჩაატარებს.

0.113448