ფეხბურთი

16:54 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოიგოს"

თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგოს.

„აღფრთოვანებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეთ, შემდეგ ვეცდებით, რომ მეორე ვარსკვლავი მოვიპოვოთ, რომელიც ჩვენს მაისურზე აისახება“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ თომას ტუხელი ინგლისის ნაკრებში მუშაობას 2025 წლიდან დაიწყებს და კონტრაქტი ძალაში 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე იქნება.

0.108984