სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა.
არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიის ნაკრები 6:0 გაანადგურა. ეს მატჩი ლიონელ მესის ბენეფისი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, გარდა ამისა, ორი საგოლე პასიც გააკეთა.
მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრებში 10-ჯერ შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება.
არგენტინის ნაკრები 22 ქულით ლიდერობს შესარჩევ ეტაპს და ფაქტობრივად უკვე გასულია მუნდიალზე.
ბრაზილიამაც დამაჯერებლად მოიგო, შინ 4:0 გაანადგურა პერუს ნაკრები და ზედიზედ მეორე გამარჯვებით სატურნირო ვითარება გამოისწორა. „სელესაო“ ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ 16 ქულა აქვს და თავს მშვიდად გრძნობს.
კოლუმბიამაც 4:0 გაიმარჯვა, კრიზისში მყოფი ჩილეს წინააღმდეგ, პარაგვაიმ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო უშუალო კონკურენტ ვენესუელას, ხოლო ურუგვაის და ეკვადორის ნაკრებები უგოლოდ დაზავდნენ.
არგენტინა - ბოლივია 6:0 (3:0)
გოლები: 1:0 მესი (19), 2:0 ლაუტარო (43), 3:0 ალვარესი (45), 4:0 ალმადა (69), 5:0 მესი (84), 6:0 მესი (86)
ბრაზილია - პერუ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 რაფინია (38, პენ), 2:0 რაფინია (54, პენ), 3:0 პერეირა (71), 4:0 ლუის ენრიკე (74)
ურუგვაი - ეკვადორი 0:0 (0:0)
პარაგვაი - ვენესუელა 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 არამბურუ (25), 1:1 სანაბრია (59), 2:1 სანაბრია (74)
კოლუმბია - ჩილე 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 სანჩესი (34), 2:0 ლუის დიასი (52), 3:0 დურანი (82), 4:0 სინისტერა (90)
1. | არგენტინა | 10 | 7 | 1 | 2 | 19 | 5 | 14 | 22 |
2. | კოლუმბია | 10 | 5 | 4 | 1 | 13 | 6 | 7 | 19 |
3. | ურუგვაი | 10 | 4 | 4 | 2 | 13 | 6 | 7 | 16 |
4. | ბრაზილია | 10 | 5 | 1 | 4 | 15 | 9 | 6 | 16 |
5. | ეკვადორი | 10 | 4 | 4 | 2 | 6 | 4 | 2 | 13 |
6. | პარაგვაი | 10 | 3 | 4 | 3 | 4 | 4 | 0 | 13 |
7. | ბოლივია | 10 | 4 | 0 | 6 | 11 | 21 | -10 | 12 |
8. | ვენესუელა | 10 | 2 | 5 | 3 | 8 | 10 | -2 | 11 |
9. | პერუ | 10 | 1 | 3 | 6 | 3 | 14 | -11 | 6 |
10. | ჩილე | 10 | 1 | 2 | 7 | 5 | 18 | -13 | 5 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრემიერლიგაში მასპინძლები მართლა ამ კაცის დღეში არიან 5 თამაშიდან ვერცერთმა ვერ გაიტანა
ჩუკენა

რას ერჩით ამ კაცს?წლევანდელი არსენალის და ლესტერის თამაში არაა პორნოგრაფია?და თუ 60000 კაცი ცოცხალ პორნოgრაფიას უცქერდა ამან ტელეფონით რა დააშავა ვითომ?


DDDD მართალია.
მაგის ყურება ყველას გვევასება, მაგრამ სტადიონზე კაცოო ? DDDDDDDD
ხო მაგრამ ვინც გაუჩალიჩა ის მაგარი საცემია