ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტუხელის კონტრაქტი ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა და ალბიონელებს 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გაწვრთნის. შესაბამისად, მისი დებიუტი 2025 წელს შედგება, ხოლო ნოემბრის მატჩებში ინგლისს ისევ დროებითი თავკაცი, ლი კარსლი უხელმძღვანელებს.
თომას ტუხელი სვენ-გორან ერიქსონისა და ფაბიო კაპელოს შემდეგ მესამე უცხოელი მწვრთნელია, რომელიც ინგლისის ნაკრებს ეყოლება.
გერმანელს აქამდე „მაინცში“, „დორტმუნდში“, პსჟ-ში, „ჩელსისა“ და „ბაიერნში“ აქვს ნამუშევარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლოგიკურად, მომდევნო სამი დიდი ტურნირიდან (26-მსოფლიო, 28-ევროპა, 30-მსოფლიო) ერთი მაინც "სამი ლომის" გამარჯვებით უნდა დასრულდეს. საკმაოდ კარგი ფეხბურთელების პლეადა ჰყავთ. არჩევანიც ასე თუ ისე, ფართო...
მაგრამ როცა ინგლისის ნაკრებზე ვსაუბრობთ, მანდ ლოგიკაც ისევე ყანყალებს, როგორც ამინდი ლონდონში ))
როგორც იქნა, მიხვდნენ ეს ბეჩავები (ალბათ მძიმე თვითაღიარება იყო), რომ არ უვარგათ ეროვნული ტრენერები. ეპლ-ის ყველა წარმატებულ კლუბში უცხოელი ტრენერია, ნიუკასლის გარდა. არადა კარგი თაობა მოვიდა და რა უსახურები იყვნენ...
ტუხელიც ალბათ უსახურ ფეხბურთს ათამაშებს, მაგრამ წესით გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება.