ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 68:71 დამარცხდა.
მეორე პერიოდი ლიეტუველებმა 13 ქულით მოიგეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მესამე-მეოთხე პერიოდში ბოლონიელებმა იმარჯვეს, სხვაობაც შეამცირეს და გამარჯვებისთვის იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წააგეს.
თორნიკე შენგელიამ 28 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 2 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუსი“ ევროლიგაში სამი ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მოგება არ აქვს და შესაბამისად, 3 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 ოქტომბერს, „მონაკოს“ ესტუმრება.