ფეხბურთი

0:04 | 16.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2025-ის 13 მონაწილე ცნობილია, პლეი-ოფში საქართველოს სავარაუდო მეტოქეებიც გაირკვა

ევროპის 21-წლამდელთა 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა, წინ პლეი-ოფია, რომელშიც ისტორიაში პირველად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც ითამაშებს.

ჯგუფიდან პირდაპირ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი. ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ:

სლოვაკეთი (მასპინძელი), იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, რუმინეთი, ინგლისი, პორტუგალია, სლოვენია, დანია, საფრანგეთი, უკრაინა, პოლონეთი.

პლეი-ოფში ითამაშებს 6 ნაკრები, რომლებიც 17 ოქტომბერს დაწყვილდებიან და 11-19 ნოემბერს, ორმატჩიან დუელში (სახლში-სტუმრად) გაირკვევა დანარჩენი 3 ნაკრების ვინაობა, რომელიც ევრო 2025-ზე გავა.

პლეი-ოფის მონაწილეები: ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ბელგია და საქართველო.

ასე რომ, ზემოხსენებული ხუთი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე 11-19 ნოემბერს გასამართ ორრაუნდიან დუელში.

ევროპის 21-წლამდე 2025 წლის ჩემპიონატი 12-29 ივნისს სლოვაკეთში გაიმართება. 16 ნაკრები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველად დაძლია შესარჩევ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ მასპინძლობის გამო საგზური ავტომატურად ერგო და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო და ცოტა დააკლდა ნახევარფინალამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104829