ფეხბურთი

23:45 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები: "გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ერთიანობით მოვიგეთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ლუკა გაგნიძემ და გიორგი კვერნაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრეს.

ლუკა გაგნიძე: „ეს გამარჯვება იმ ხასიათის დამსახურება იყო, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. მწვრთნელმა თქვა გასახდელში, რომ ამ მიდგომით და ხასიათით ყველას დამარცხება შეიძლება. შარშან ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ძალიან დაგვეხმარა, იმ მატჩებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ახლანდელი ნაკრების თამაშზე. ველოდებით წილისყრას, ორი თამაშით შეგვიძლია ისტორია დავწეროთ და პირველად გავიდეთ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპის ჩემპიონატზე. კლუბი? რუსეთის ჩემპიონატს დონე შენარჩუნებული აქვს. განვიხილავ ყველა შეთავაზებას, მაგრამ მაქვს ორწლიანი კონტრაქტი და მომავალი გვიჩვენებს რა იქნება“.

გიორგი კვერნაძე: „ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ გავუშვით, თუმცა ერთიანობით და ბოლომდე ბრძოლით მივაღწიეთ შედეგს, რომელიც თავიდანვე გვქონდა დასახული“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველად დაძლია ჯგუფური ეტაპი შესარჩევ ეტაპზე. პლეი-ოფის ორმატჩიანი რაუნდი 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული, 6 ნაკრები წილისყრის შედეგად დაწყვილდება, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება.

0.117305