ფეხბურთი

19:11 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონს ხელფასს აღარ გადაუხდის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სერ ალექს ფერგიუსონს ხელფასს აღარ გადაუხდის. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

ლეგენდარული შოტლანდიელი ამ დრომდე „მანჩესტერში“ გლობალური ელჩის პოზიციას იკავებდა, მაგრამ ინგლისელებმა გადაწყვიტეს, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტი გაუწყვიტონ და ფული დაზოგონ - ფერგი წელიწადში 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებდა.

ფერგიუსონს გადაწყვეტილების შესახებ კლუბის მფლობელებმა უკვე აცნობეს.

სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად 1986-2013 წლებში მუშაობდა და კლუბს 38 ტიტული მოაგებინა, მათ შორის, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

0.125036