ფეხბურთი

17:56 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გარდაცვლილი ბალდოკის ხელფასს "პანათინაიკოსი" ოჯახს გადაუხდის

ათენის „პანათინაიკოსი“ აწ გარდაცვლილი ფეხბურთელის, ჯორჯ ბალდოკის ხელფასს მაინც გადაიხდის.

როგორც ბერძნული მედია იტყობინება, ათენური კლუბი არ დაარღვევს ზაფხულში გაფორმებულ 3-წლიან კონტრაქტს და ფეხბურთელის ოჯახს ხელფასს გადაუხდის. ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტია.

31 წლის ჯორჯ ბალდოკი 9 ოქტომბერს, აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ბალდოკი ინგლისში დაიბადა და 2017-2024 წლებში „შეფილდ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, ხოლო ზაფხულში „პანათინაიკოსში“ გადავიდა.

ის საბერძნეთის ნაკრების წევრიც იყო და ბოლო სანაკრებო შეხვედრა 26 მარტს, თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

0.10972