ფეხბურთი

14:53 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიკა რიჩარდსი ინგლისის ნაკრებში პალმერის პოზიციის შესახებ: „10 ნომერზე ვათამაშებდი და არა ფლანგზე“

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, მიკა რიჩარდსმა, „ჩელსის“ ფეხბურთელის კოულ პალმერის იდეალურ პოზიციაზე ისაუბრა ინგლისის ნაკრებში.

„კოულ პალმერის ფლანგზე გამოყენება უბრალოდ ჩემი საქმე არ არის. მესმის, რომ ბელინგემი არის ეროვნული ნაკრების მთავარი კაცი, ან მას ამ გუნდში მთავარ კაცად აქცევენ, მაგრამ როცა თავისუფალი 10 ნომრის ამპლუაში ისეთი ნიჭიერები გყავს, როგორიც ფოდენი ან პალმერია... ვფიქრობ, რომ ის უფრო შესაფერისია ამისთვის.

ბელინგემს კიდევ უფრო უკან დავაყენებდი, როგორც ეს ევროს დროს ვსაუბრობდით“, - ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს Chelsea News.

0.107252