მადრიდის „რეალი" „ბაიერ ლევერკუზენის" მარჯვენა მცველით, ჟერემი ფრიმპონგით დაინტერესდა - გვამცნობს Sky Sports.
მისი კონტრაქტი, რომელიც 2028 წლამდეა გათვლილი, მოიცავს გამოსყიდვის პუნქტს მომავალ ზაფხულს, დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობით.
ჟერემიმ მიმდინარე სეზონში კლუბის 9 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრიმპონგი შესაძლოა შეუერთდეს „ლივერპულს“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კლუბიდან მადრიდის „რეალში“ შესაძლო წასვლის შემთვევაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფრიმპონგმა ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 14 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია