სხვა

11:21 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო მადრიდიდან - ნიკა ლეკაიძემ Arnold Classic Europe მოიგო

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში Arnold Classic Europe ჩატარდა, რომელიც მოყვარულ სპორტსმენებს შორის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ევროპის უძლიერესი მამაკაცები მონაწილეობდნენ.

ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში 20 წლის ნიკა ლეკაიძე გამოდიოდა. ქართველმა სპორტსმენმა პირველობა არავის დაუთმო და 2024 წლის ევროპის უძლიერესი მამაკაცის აბსოლიტური ტიტული მოიპოვა. მან 6 მოძრაობიდან 3 მოძრაობა სრული დომინაციით მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ნიკა ლეკაიძე ისლანდიაში, მაგნუს ვერ მაგნუსონის პროფესიონალური დონის შეჯიბრზე მიიწვიეს, რომელიც ნოემბერში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127346