ფეხბურთი

11:09 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მცველი ჩილუელი შესაძლოა „ნაპოლის“ შეუერთდეს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა ბენჯამინ ჩილუელმა შესაძლოა კარიერა იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელოს, იუწყება ბრიტანული The Sun.

წყაროს ცნობით, ჩილუელი დიდი ალბათობით იჯარით შეუერთდება „ნაპოლის“ 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე. გარდა ამისა, ბენჯამინის მიმართ ინტერესს იჩენენ „ფულემი,“ „კრისტალ პალასი“ და „იფსვიჩი.’ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას ჩილუელის იმედი აღარ აქვს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.119687