ფეხბურთი

1:30 | 15.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა მოიგეს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის გარდა, მატჩები სხვა ჯგუფებსა და დივიზიონებშიც გაიმართა.

A დივიზიონი

II ჯგუფი

A დივიზიონის მეორე ჯგუფში იტალიამ და საფრანგეთმა მოიგეს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისრაელს ადვილად აჯობა - 4:1. აღსანიშნავია, რომ დუბლით გამოირჩა „ნაპოლის“ კაპიტანი, მცველი, ჯოვანი დი ლორენცო. მის გარდა, მატეო რეტეგიმ და დავიდე ფრატეზიმ გაიტანეს.

სხვათა შორის, იტალიის ნაკრებში დანიელ მალდინის დებიუტი შედგა. ის ოჯახის მესამე წარმომადგენელია, რომელმაც „აძურიში“ ითამაშა. 1960 წლის 6 იანვარს ჩეზარე მალდინის ჰქონდა დებიუტი, 1988 წლის 31 მარტს, პაოლო მალდინის, ხოლო 2024 წლის 14 ოქტომბერს, დანიელ მალდინის.

საფრანგეთმა ბელგიას აჯობა გასვლაზე. მატჩის გმირი რანდალ კოლო მუანი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო ბელგიელებმა მას ლოის ოპენდას გოლით უპასუხეს.

ჯგუფს იტალია 10 ქულით ლიდერობს, საფრანგეთს 9 ქულა აქვს, ბელგიას 4 და ისრაელს - 0. მომდევნო ტურში 14 ნოემბერს, ბელგია იტალიას და საფრანგეთი ისრაელს უმასპინძლებს.

ბელგია - საფრანგეთი 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 კოლო მუანი (35), 1:1 ოპენდა (45), 1:2 კოლო მუანი (62)

იტალია - ისრაელი 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 რეტეგი (41, პენ), 2:0 დი ლორენცო (54), 2:1 აბუ ფანი (66), 3:1 ფრატეზი (72), 4:1 დი ლორენცო (79)

1. იტალია 4 3 1 0 11 5 6 10
2. საფრანგეთი 4 3 0 1 9 5 4 9
3. ბელგია 4 1 1 2 6 7 -1 4
4. ისრაელი 4 0 0 4 4 13 -9 0

III ჯგუფი

მესამე ჯგუფში გერმანიამ ნიდერლანდებს ჯეიმი ლეველინგის გოლით აჯობა და ლიდერობა განიმტკიცა, რითაც პირველი ადგილი თითქმის გაინაღდა. უნგრეთის ნაკრებმა გასვლაზე ბოსნიის დამაჯერებლად დამარცხება შეძლო - 2:0.

ლიდერი გერმანიის ნაკრებია, რომელსაც 10 ქულა აქვს, ნიდერლანდები და უნგრეთი 5-5 ქულით იწონებენ თავს, ხოლო ბოსნიას ერთადერთი ქულა აქვს. მომდევნო ტურში გერმანია ბოსნიას და ნიდერლანდები უნგრეთს ეთამაშება.

გერმანია - ნიდერლანდები 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლეველინგი (64)

ბოსნია - უნგრეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 შობოშლაი (38), 0:2 შობოშლაი (50)

1. გერმანია 4 3 1 0 10 3 7 10
2. ნიდერლანდები 4 1 2 1 8 6 2 5
3. უნგრეთი 4 1 2 1 3 6 -3 5
4. ბოსინა 4 0 1 3 3 9 -6 1

B დივიზიონი

IV ჯგუფი

B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა ისლანდიას უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, ხოლო უელსმა მონტენეგროს 1:0 მოუგო.

თურქეთს 10 ქულა აქვს, უელსს 8 და სწორედ ისინი იბრძვიან პირველი პოზიციისთვის, ისლანდია და მონტენეგრო უქულოდ არიან. მომდევნო ტურში თურქეთი უელსს უმასპინძლებს.

ისლანდია - თურქეთი 2:4 (1:0)

გოლები: 1:0 ოსკარსონი (3), 1:1 კაჰვეჯი (62), 1:2 ჩალჰანოღლუ (67, პენ), 2:2 გუდიონსენი (83), 2:3 გიულერი (88), 2:4 აკტურკოღლუ (90)

უელსი - მონტენეგრო 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 უილსონი (36)

1. თურქეთი 4 3 1 0 8 3 5 10
2. უელსი 4 2 2 0 5 3 2 8
3. ისლანდია 4 1 1 2 7 9 -2 4
4. მონტენეგრო 4 0 0 4 1 6 -5 0

C დივიზიონი

I ჯგუფი

C დივიზიონის პირველ ჯგუფშიც ორი გუნდი იბრძვის ლიდერობისთვის. მეოთხე ტურში ფავორიტებმა მოიგეს - შვედეთმა ესტონეთში 3:0 და სლოვაკეთმა აზერბაიჯანში - 3:1. მათ 10-10 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

აზერბაიჯანი - სლოვაკეთი 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 მამადოვი (15, ა.გ), 1:1 ბაირამოვი (38), 1:2 ჰარაშლინი (75), 1:3 დურიში (86)

ესტონეთი - შვედეთი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ნანასი (29), 0:2 ნანასი (37), 0:3 გიოკერესი (66)

1. შვედეთი 4 3 1 0 11 3 8 10
2. სლოვაკეთი 4 3 1 0 8 3 5 10
3. ესტონეთი 4 1 0 3 3 8 -5 3
4. აზერბაიჯანი 4 0 0 4 3 11 -8 0
თეგებიერთა ლიგა
0.117252