ფეხბურთი

22:35 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთმა წააგო: საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩრდ. მაკედონიას თუ მოუგებს, პლეი-ოფში გავა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

საქმე ისაა, რომ ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა უმოტივაციო ნიდერლანდებთან სტუმრად უშანსოდ, 0:3 წააგო, შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მისი გადასწრების შანსი ექნება.

მოკლედ: ნიდერლანდებმა ყველა თამაში მოიგო და 30 ქულით დიდი ხანია გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. შვედეთმა დაასრულა გამოსვლა 17 ქულით, ხოლო საქართველოს ნაკრებს ბოლო მატჩი 15 ოქტომბერს, ქუთაისში ელოდება ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რამაზ სვანაძის გუნდს 16 ქულა აქვს. ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თუ საქართველო მოიგებს (ფრე არ გვეყოფა, რადგან თანაბარ ქულებზე შვედეთს აქვს უპირატესობა, როგორც ურთიერთშეხვედრებში, ისე ბურთების ბალანსში), ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს 19 ქულით.

შესაბამისად, მიიღებს შანსს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. 9 ჯგუფიდან სამი საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი პირდაპირ გავა ევროსარებილზე, ამის შანსი მიზერულია, რომ საქართველო სამ საუკეთესოში მოხვდეს. სამაგიეროდ, დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში სამ წყვილს შეადგენს და ორმატჩიან დუელში სამი გამარჯვებული გავა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გაიმართება.

მოკლედ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თუ მოიგებს, პლეი-ოფში იქნება, ყველაფერი ჩვენს ხელთაა.

0.117336