ფეხბურთი

17:55 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

FourFourTwo-მ ამჟამად მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელში ორი ქართველი შეიყვანა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ ამჟამად მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის ორი ქართველია.

წყაროს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიას 30-ე ადგილი ერგო, ხოლო გიორგი მამარდაშვილს 83-ე.

მამარდაშვილის შესახებ გამოცემა წერს: „ამდენი ხნის განმავლობაში ალისონი იყო არა მხოლოდ „ლივერპულის“ ურყევი პირველი ნომერი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. თუმცა, მომავალ წელს გიორგი მამარდაშვილს ექნება შანსი მასთან კონკურენცია დაძლიოს. „ლივერპულში“ ტრანსფერი მამარდაშვილის შესაძლებლობების დასტურია. ქართველ მეკარეს სწრაფი რეაქციით განმაცვიფრებელი სეივების შესრულება შეუძლია“.

კვარაცხელიაზე კი შემდეგი წერია: „მისი „აქციები“ „ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგების შემდეგ დაეცა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ ზაფხულში მსოფლიოს აჩვენა რა შეუძლია. ქართველმა თავისი ქვეყანა პირველად გაიყვანა დიდი ტურნირის პლეი-ოფში და უდავო სუპერვარსკვლავი იყო. ის „სტადიო მარადონას“ ისევ აღაფრთოვანებს. კვარაცხელია ბუნებრივი მომაკვდინებელი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიამოვნებით მოატყუოს მეტოქეები და გოლების გატანასთან ერთად, საგოლე პასების გაკეთება“.

წყაროს თანახმად, დღეისთვის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: 1. ვინისიუსი 2. ერლინგ ჰოლანდი 3. ჯუდ ბელინგემი 4. კილიან მბაპე 5. როდრი.

0.119423