ფეხბურთი

17:25 | 14.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილის ფასი 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ცნობილმა ვებგვერდმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.

„ლევანტეს“ ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი გაძვირდა და ახლა 4 მილიონ ევროდ ფასობს. ასეთი ღირებულება მას კარიერაში არასდროს ჰქონია, ხოლო ბოლო ფასი 2.5 მილიონი ევრო იყო.

ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ლა ლიგა 2-ში მერვეა, მსოფლიოში 2360-ე, 1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 236-ე, საყრდენ ნახევარმცველებში 215-ე, ხოლო საქართველოში მე-7 ხვიჩა კვარაცხელიას (80 მილიონი), გიორგი მამარდაშვილის (45 მილიონი), გიორგი მიქაუტაძის (20 მილიონი), ოთარ კიტეიშვილის (5 მილიონი), ზურიკო დავითაშვილის (5 მილიონი) და ირაკლი აზაროვის (5 მილიონი) შემდეგ.

გაძვირდა გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც აქამდე 800 000 ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი, „გრანადას“ შემტევის ფასი 1 მილიონი ევროა.

0.113699