უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ავსტრიის ნაკრებმა ნორვეგიის ნაკრები გაანადგურა, ხოლო ერლინგ ჰოლანდი ამჯერად უგოლოდ დარჩა.
პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, აი, მეორე ნახევარში ავსტრიის ნაკრების შეჩერება ნორვეგიელებმა ვერაფრით მოახერხეს, 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და საბოლოოდ, 1:5 წააგეს.
B დივიზიონის მესამე ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ ძალიან საინტერესო მდგომარეობაა, სამ გუნდს აქვს 7-7 ქულა: ნორვეგიას, ავსტრიას და სლოვენიას, ხოლო ყაზახეთი ერთი ქულის ამარაა და C დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
საბერძნეთის ნაკრებმა შინ ირლანდია დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და ჯგუფს უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს, მეორე ინგლისია 9 ქულით.
C დივიზიონში ჩრდილოეთ მაკედონიამ დიდი ნაბიჯი გადადგა B დივიზიონისკენ, რადგან სტუმრად სომხეთის ნაკრებს 2:0 აჯობა და ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევრებს, სომხეთს და ლატვიას კი, 6 ქულით უსწრებს, ასე რომ, ჯგუფი პრაქტიკულად მოგებული აქვს.