საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც სავარაუდოდ სტოკჰოლმში დრო ღამის კლუბში გაატარა.
მბაპე საფრანგეთის ნაკრებში არ არის გამოძახებული, დეშამის კომენტარი კი ასეთია:
„არ ვადევნებ თვალს იმ ფეხბურთელების ამბებს, რომლებიც ჩვენთან შეკრებაზე არ არიან. კილიანს პროგრამა გათვლილი აქვს თავის კლუბთან და შესაძლოა, მას რამდენიმე დღე აქვს დასვენებისთვის, რომელიც „რეალმა“ მისცა“, - თქვა დეშამმა.