"ბარსელონა" მომავალ ზაფხულს ახალი მეკარის შეძენას შეეცდება. ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.
ვოიჩეხ შჩესნის მოკლევადიანი კონტრაქტი იმ დროისთვის უკვე ამოიწურება და მიუხედავად იმისა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 2025-2026 წლების სეზონის საწყის ეტაპზე უნდა დაბრუნდეს, გაურკვეველია, რამდენად ეფექტური იქნება ის გუნდისთვის სერიოზული ტრავმის შემდეგ.
ცნობილია, რომ „ბარსას“ სიაში უკვე არის 5 მეკარე, მაგრამ მათგან ყველაზე მეტად სავარაუდო „პორტუსა“ და პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარის დიოგო კოშტას ვარიანტია.
გარდა ამისა, განიხილება ბარტ ვერბრუგენის (ბრაიტონი), ჟოან გარსიას(ესპანიოლი), ალვარო ვალესისა (ლას პალმასი) და მიო ბაქჰაუსის (ვერდერი)კანდიდატურები.