ფეხბურთი

16:08 | 13.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: "ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ ალბანელებს ჰიმნზე არ დაუსტვინონ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ალბანეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ცოტა დრო გვქონდა მატჩებს შორის, მაგრამ ალბანეთიც იგივე მდგომარეობაშია. შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები, დღესაც ვარჯიში გვაქვს და მზად ვართ თამაშისთვის.

ალბანელი ფანების სტვენა ჰიმნზე? ეს მათ დონეზე და ღირებულებებზე მეტყველებს, ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ იგივე არ გააკეთონ და 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვიქომაგონ.

მოედნის საფარი ჩვენს გუნდს სათამაშო სტილიდან გამომდინარე ხელს უშლიდა. არ ვიცი, შეიძლება უკრაინელები უფრო მომზადებული იყვნენ, ჩვენ კი მოედანზე ფეხი გვიცურავდა. კარგია, რომ ხვალ კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ”, - თქვა დვალმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს, თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ალბანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრია და დიდ უპირატესობას ფლობს - 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

0.112824