„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდი ზინედინ ზიდანზე და ანდრეს ინიესტაზე უკეთესი ფეხბურთელი იყო.
„სტივენ ჯერარდი უკეთესი ფეხბურთელი იყო. ინიესტასა და ზიდანს სტივზე ბევრად ძლიერი თანაგუნდელები ჰყავდათ. მე არ ვამბობ, რომ ჯერარდს ცუდი თანაგუნდელები ჰყავდა, არამ მაგრამ ისინი აშკარად უფრო სუსტები იყვნენ, ვიდრე სხვა ვარსკვლავები. გარდა ამისა, სტივენმა ერთ გუნდში ძალიან დიდი დრო გაატარა“, - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ არნე სლოტი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად გასულ ზაფხულს დაინიშნა.