უკრაინელმა მწვრთნელი იური ბენიომ განაცხადა, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩში ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა და უკრაინას ბედმა გაუღიმა, რომ მეორე ნახევარში გოლი არ გაუშვა.
„მთავარი შედეგი იყო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, გუნდის მდგომარეობის გათვალისწინებით. სადღაც, ალბათ, თამაშიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა ფრე - ქართველებს შანსები ჰქონდათ, თანაც კარგი. ბედმა გაგვიღიმა. მაგრამ ბიჭებმა ეს თავიანთი თავდადებითა და ბრძოლით დაიმსახურეს. საფეხბურთო მოედანმა ხელი შეუშალა ორივე გუნდს კარგი ფეხბურთის ჩვენებაში, რადგან საფარის ხარისხი სასურველ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, ეს აშკარაა. ამ მოედანზე მოთამაშეებს უფრო მეტად უჭირდათ“, - განაცხადა ბენიომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ ტურში 6 ქულა აქვს და ჩეხეთთან ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთთან გამართავს.